Accentnews.ge
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს და აფხაზ მოსწავლეებს შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს და აფხაზ მოსწავლეებს შეხვდნენ

24/06/2022 14:34:03 რეგიონები, რეკლამა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების - "აფხაზეთობა აჭარაში" ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს და აფხაზ მოსწავლეებს შეხვდნენ.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით 2015 წლიდან ფერიის საჯარო სკოლაში მოქმედებს აფხაზური ენის ჯგუფები. ჯგუფში აფხაზურ ენას ეუფლება 23 მოსწავლე. აფხაზურ ენას ასწავლის აფხაზი პედაგოგი ლიანა აიკუცბა. სასწავლო წლის განმავლობაში აფხაზური ენის ჯგუფის მოსწავლეებმა შეისწავლეს არაერთი ქართული ნაწარმოები აფხაზურ ენაზე.

დღესვე, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზურ თემატიკაზე სპექტაკლი - "ჩემი თვალით დანახული საქართველო" გაიმართა", – აცხადებენ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S