Accentnews.ge
"მითების დეტექტორი":  "20 ივნისის აქციის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 19 ფეისბუქ–გვერდი გამოვავლინეთ"

"მითების დეტექტორი":  "20 ივნისის აქციის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 19 ფეისბუქ–გვერდი გამოვავლინეთ"

24/06/2022 12:12:06 საზოგადოება

"მითების დეტექტორის" განცხადებით, გამოავლინა ფეისბუქ–გვერდები, რომლებიც 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციის კამპანიაში იყვენენ ჩართულები.

მისი ცნობით, "ისინი მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქციის დისკრედიტაციას ორგანიზატორების “ნაციონალურ მოძრაობასა” და ლგბტქ+ თემთან კავშირზე აპელირებით ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ აქციის უკან "პრორუსული ძალები" იდგნენ".

"მითების დეტექტორმა" 11 ანტილიბერალური, 8 კი ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანგარიში გამოავლინა. აქედან სამ პროსახელისუფლებო გვერდსა და მედიას "პოსტები" დასპონსორებული ჰქონდათ.

ანტილიბერალური და კრემლისტური ფეისბუკ-გვერდები: კონსერვატორი ქალები, სარკრაზმელები, სიმართლით მებრძოლი, პატრიოტული გვერდი, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები, ქართული იდეა – qartuliidea.ge , პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები, რეზიდენტი / Resident, გლობალური პოლიტიკა, იროnews/ირონიუსი;

პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები და ანგარიშები: ლიდერი 41, მიშინგი, არ აგარევინებთ, პოლიტიკური აბსურდი, პოლიტიკური სატირა / Political Satire, მიხეილ უკრაინოლოგი, არქივი, ტერენტი გლდანელი;

პროსახელისუფლებო მედიები: POSTV – ანალიტიკა, მარშალ პრესი, POSTV – ახალი ამბები, TV Imedi;

კრემლისტური მედიები: ტელეკომპანია სეზონი • TV Sezoni, ალია, სივრცეები (split.spnews.io);

კრემლისტური აქტორები: შოთა მარტინენკო (კონსერვატიული მოძრაობა), ჯარჯი ნონაშვილი (კონსერვატიული მოძრაობა), Ⴃავით Ⴊორთქიფანიძე (Zneoba.ge), დიმიტრი ლორთქიფანიძე (ქართული იდეა), ალექსანდრე ფალავანდიშვილი (ქართული იდეა), სანდრო ბრეგაძე (ქართული მარში), George Iremadze (პატრიოტი TV),ნიკოლოზ მჟავანაძე (Sezoni TV), ირაკლი ჯანყარაშვილი (Tvalsazrisi.ge);

ინდივიდუალური ფეისბუკ-ანგარიშები: კონსერვატიული ფლანგი, კონსერვატიული მოძრაობა წალენჯიხაში, კონსერვატიული მოძრაობა საგარეჯო, კონსერვატიული მოძრაობა, თალიბანელი კონსერვატორი, ბნელი კონსერვატორი, Goga Tukhareli, Snow Den, პოლიტიკური სატირა;

ფეისბუკ-ჯგუფები: მიშა საქართველოს პრეზიდენტია, მოქალაქე, პროტესტი! Protest! Протест!, ქართველები საქართველოსთვის", – აცახდებს "მითების დეტექტორი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S