"დავაკვირდებით ევროკავშირის ქცევას და თუ დაემორჩილებიან ამ მოთხოვნებს კანდიდატი ქვეყნები“
24/06/2022 11:10:27 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირი და NATO რუსეთთან საომარ კოალიციას კრებენ. ამის შესახებ მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შეეხო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებსაც.
"რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ევროკავშირის ქცევას და ყურადღებას მივაქცევთ იმ რეალურ ნაბიჯებს, რომელთაც ის დგამს და კანდიდატი ქვეყნები დაემორჩილებიან ამ მოთხოვნებს, თუ მაინც საკუთარი დამოუკიდებლობის გამოხატვას ეცდებიან. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი რუსოფობიული მუხტი რაღაცგვარად შემცირდება ან სახეს შეიცვლის ახლო მომავალში. ეს არის გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს". – განაცხადა ლავროვმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს – უკრაინას, ცივილური სამყარო მას სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.


