Accentnews.ge
უკრაინამ ხელი მოაწერა სადავო „შტაინმაიერის ფორმულას“, კიევში აქციები დაიწყო

უკრაინამ ხელი მოაწერა სადავო „შტაინმაიერის ფორმულას“, კიევში აქციები დაიწყო

02/10/2019 08:59:39 სხვა, მსოფლიო

1 ოქტომბერს უკრაინის წარმომადგენელმა „საკონტაქტო ჯგუფში“ ლეონიდ კუჩმამ, მინსკში ხელი მოაწერა „შტაინმაიერის ფორმულას“, რაც გზას უხსნის ნორმანდიის სამიტს, რომლის გამართვასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრაფვის.

დოკუმენტი, რომელიც გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელს ატარებს, ითვალისწინებს უკრაინის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრას ამ ტერიტორიებზე ეუთოს სტანდარტების შესაბამისი დემოკრატიული და სამართლიანი, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ.

მანამდე, 19 სექტემბერს, მინსკში უშედეგოდ დასრულდა „საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრა „შტაინმაიერის ფორმულის“ გარშემო, რომელსაც ოპონენტები პრობლემის გადაწყვეტის „კრემლისეულ სცენარს“ უწოდებენ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „შტაინმაიერის ფორმულას“ „ლავროვის ფორმულა“ უწოდა. 

„შტაინმაიერის ფორმულაზე“ კიევის თანხმობის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, 1 ოქტომბრის საღამოს გაიმართა საპროტესტო აქცია უკრაინის პრეზიდენტის სასახლის წინ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „არა ოკუპაციას!“

მოელიან, რომ აქცია დღეს „ვერხოვნა რადის“ წინ განახლდება და იქიდან „მაიდანზე“ გადაინაცვლებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S