Accentnews.ge
მედია – აშშ–ის დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალები შავ ზღვაში ნაღმებს ათავსებენ

მედია – აშშ–ის დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალები შავ ზღვაში ნაღმებს ათავსებენ

24/06/2022 08:11:16 მსოფლიო

აშშ–ის დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალები შავ ზღვაში ნაღმებს ათავსებენ, – იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

როგორც ოფიციალური პირი აცხადებს, "შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტილიამ მიიღო ბრძანება, ეფექტურად დაბლოკოს უკრაინის პორტები – ოდესა და ოჩაკოვი. რუსეთი შავ ზღვაში, ოჩაკოვის მახლობლად ნაღმებს ათავსებს".

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთს უკრაინის ოდესის პორტი აქვს დაბლოკილი და უკრაინას მარცვლეულის პორტიდან გამოტანის საშუალებას არ აძლევს. მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარზე ვერ აღწევს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S