Accentnews.ge
უკრაინა აშშ-ისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებს

უკრაინა აშშ-ისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებს

24/06/2022 06:13:28 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს, მათ შორის, კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომელსაც კიევი განსაკუთრებულად აქტიურად ითხოვს.

პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 ათას ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის 18 საბუქსირე ტაქტიკურ მანქანას, 1200 ნაღმმტყორცნს, 2000 ტყვიამფრქვევს, 18 კატერს და სხვა საშუალებებს. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას გაუწია 6.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

აშშ-მა საბრძოლო იარაღით უკრაინის დახმარება რუსეთის თავდასხმიდან მალევე დაიწყო, თუმცა, პირველ თვეებში, ეს დახმარება არ მოიცავდა სარაკეტო სისტემებს. აშშ-მა პირველად ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS). 23 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ HIMARS-ის პირველი პარტია უკვე უკრაინაშია და „ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება და ზოგიერთი მათგანისთვის ბოლოც“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S