Accentnews.ge
რუსეთში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, იუწყებიან მსხვერპლის შესახებ

რუსეთში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, იუწყებიან მსხვერპლის შესახებ

24/06/2022 05:41:29 მსოფლიო

რუსეთის რიაზანის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა კატასტროფა განიცადა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების, „ინტერფაქს“-ის და „ბაზა“-ს ცნობით, დაიღუპა 3 და დაშავდა 6 ადამიანი.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია და იუწყება მხოლოდ იმას, რომ სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას თვითმფრინავის ეკიპაჟმა აღმოაჩინა ძრავის გაუმართაობა და გადაწყვიტა გრუნტზე დაშვება, მასთან შეხებისას კი, თვითმფრინავი ნაწილობრივ დაიშალა.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის დაშავებული წევრები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მედია წერს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე მინდორში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S