„ევროვიზია 2023“ უკრაინაში არ ჩატარდება
23/06/2022 18:00:03 მსოფლიო
ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსი უკრაინაში არ ჩატარდება.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წინა წლის კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამო ვერ ჩაატარებენ და აღნიშნავენ, რომ გარდა ამისა, მზადება მასპინძელ ქვეყანაში ღონისძიების გასამართად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რაც ომის გამო შეუძლებელია.
15 მაისს უკრაინულმა ჯგუფმა "Kalush Orchestra"-მ ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით "Stefania".
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ უკრაინის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ღონისძიების ორგანიზატორები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ამას გაასაჩივრებდა.


