მედია – დღეს აშშ უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე განაცხადებს
23/06/2022 16:28:36 მსოფლიო
დღეს აშშ უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე განაცხადებს, – იუწყება CNN
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პაკეტში გათვალისწინებული იქნება დამატებითი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) და ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა.
თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების რეგულარულ დახმარებას.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


