Accentnews.ge
ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა

23/06/2022 13:17:56 მსოფლიო

ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ახალ შეზღუდვებს შორისაა რუსეთში ბრიტანული ფულის –სტერლინგის შეტანა, ასევე რუსეთში აიკრძალა შემდეგი საქონლის ექსპორტირება: პროდუქტებისა და ტექნოლოგიებისა, რომლებიც შინა რეპრესიებისთვის შეიძლება, იქნეს გამოყენებული. ამასთან, რუსეთში არ შეიძლება, გაიგზავნოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის საჭირო მასალა და ტექნოლოგიები, საზღვაო ტრანსპორტისთვის აუცილებელი ტექნიკა და საზღვაო ტექნოლოგია, ტექნოლოგია და აღჭურვილობა სანავთობო მრეწველობისთვის და სხვა.

აშშ-მა და ევროკავშირმა მათი ვალუტის ნაღდი ფული სახით რუსეთში შეტანა ჯერ კიდევ მარტში აკრძალეს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S