Accentnews.ge
აშშ-დან გაგზავნილი "HIMARS"-ის ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინაში ჩავიდა

აშშ-დან გაგზავნილი "HIMARS"-ის ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინაში ჩავიდა

23/06/2022 12:47:15 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, აშშ-დან გაგზავნილი "HIMARS"-ის ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინაში უკვე ჩავიდა.

ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S