Accentnews.ge
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "ქვეყანა გაზის კრიზისის მდგომარეობაშია და ამიერიდან გაზი დეფიციტური საქონელია"

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "ქვეყანა გაზის კრიზისის მდგომარეობაშია და ამიერიდან გაზი დეფიციტური საქონელია"

23/06/2022 11:46:26 მსოფლიო

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში გაზის კრიზისი გამოაცხადა, – იუწყება DW.

"გერმანია გაზის კრიზისის მდგომარეობაშია და ამიერიდან გაზი დეფიციტური საქონელია", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. მან გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირება და მაღალი ფასი დაასახელა, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვმა მოითხოვა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც რუსულ გაზს იღებენ, საფასური რუბლით გადაიხადონ. ქვეყნებს, რომლებმაც ამაზე უარი თქვეს, კომპანია „გაზპრომმა“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

გარდა ამისა, რუსეთმა შეამცირა ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა. კონსალტინგური კომპანიის ICIS-ის მონაცემებით, თუ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი უზრუველყოფდა ევროკავშირის საჭიროების 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 20%-ია. ევროპის სახელმწიფოები მარაგების შევსებას სხვა წყაროებით ცდილობენ. ვარაუდობენ, რომ ზამთრისთვის რუსეთი ევროკავშირის სახელმწიფოებს გაზის მიწოდებას მთლიანად შეუწყვეტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S