ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეზოლუცია მიიღო
23/06/2022 10:47:00 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია მოუწოდებს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყონებლივ“.
რეზოლუციის თანხმად, სამიტში მონაწილე სახელმწიფოები ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართთველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას, ცალსახად წარმოაჩინონ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიციები, დააჩქარონ რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკამაყოფილონ.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, და მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, გადადგას მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეეების ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებად.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში.
რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის სრული წევრობის პერსპექტივა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ კავშირის წევრები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში.
აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტში გამართული გუშინდელი დებატების შემდეგ მიიღეს.


