"ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების პრინციპი უნდა შეცვალოს"
23/06/2022 07:41:19 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილებების სრული კონსენსუსით მიღების პრინციპი უნდა შეცვალოს. ამის შესახებ მან ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განცხადა.
"ბლოკმა უნდა შეცვალოს ხმის მიცემის წესები კვალიფიციური უმრავლესობით, რათა ცალკეულ ქვეყნებს გადაწყვეტილებების დაბლოკვა არ შეეძლოთ", – განაცხადა შოლცმა.
მანამდე, მსგავსი მოწოდებით იტალია გამოვიდა.
მედიის ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, უკვე გამოთქვა წინააღმდეგობა ვეტოს უფლების დათმობაზე ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა.
ცნობისთვის: ევროკავშირის შემთხვევაში კვალიფიციური უმრავლესობა - ეს არის 27 წევრი ქვეყნიდან 15, რომელიც ჯამში ევროპის მოსახლეობის სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.


