Accentnews.ge
„თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

„თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

23/06/2022 06:20:36 მსოფლიო

ავღანეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის, ხოლო "თალიბანი", რომელმაც ქვეყანაში ხელთ იგდო ძალაუფლება, საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

როგორც BBC წერს, ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია. „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“.

ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. ყველაზე მეტად პაკტიკას პროვინცია დაზარალდა. გადარჩენილებმა და მაშველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად სოფლები მთლიანად განადგურებულია.

ავღანეთი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მიწისძვრების გამო 7 000 ადამიანი დაიღუპა.

გაერო–ს წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 560 ადამიანი იღუპება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S