Accentnews.ge
ლატვიაში პრორუსი აქტივისტი დააკავეს

ლატვიაში პრორუსი აქტივისტი დააკავეს

22/06/2022 18:10:34 ევროპა

რიგის სასამართლომ პრორუსი აქტივისტი ვლადიმერ ლინდერმანი დააკავა სისხლის სამართლის საქმეზე გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, ომის დანაშაულების განდიდებისა და გამართლებისთვის, – იუწყება Delfi.

ის 21 ივნისს დააკავეს.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ავრცელებდა "ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ", ხოლო საქმიანობისთვის „იღებდა ფინანსურ ჯილდოს რუსეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისგან“.

ვლადიმირ ლინდერმანი არის ნაციონალურ–ბოლშევიკური პარტიის ყოფილი წევრი, რომელიც არაერთხელ იყო დაკავებული რუსეთში.

ლატვიაში ის ხელმძღვანელობს მშობლიური ენის საზოგადოებას, რომელიც ეწინააღმდეგება რუსული სკოლების ლიკვიდაციას. 2022 წელს ლინდერმანმა სოციალურ მედიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარი დაუჭირა. მუხლი, რომლის ფარგლებშიც ლინდერმანი დააკავეს, ითვალისწინებს 5 წლამდე პატიმრობას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ჯარიმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S