Accentnews.ge
კალიურანდი – ქართველ პოლიტიკოსებს: "შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ"

კალიურანდი – ქართველ პოლიტიკოსებს: "შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ"

22/06/2022 14:24:51 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პოლარიზაცია და პარტიულ ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესები დააყენონ.

"ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მაგრამ მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულებს მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი და გაწყობა პარლამენტში. სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა თავის დროზე არ შესულიყო პარლამენტში, შემდეგ ხელი არ მოეწერა "შარლ მიშელის შეთანხმებისთვის.100 დღის შემდეგ ამის გაკეთება ძალიან გვიანი იყო. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მათ შეაფერხეს საქართველოს ევროპული ასპირაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა, მაგრამ ოპოზიციამ ასევე სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. ხალხი პარლამენტის ყველა წევრისგან ამას ელოდება. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა. ერთმანეთის დადანაშაულებით საქართველო არ ხდება უფრო უკეთესი, უფრო მდიდარი და ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი. ერთმანეთის დადანაშაულებით, ბრალდების ავტორები არ ხდებიან უფრო ძლიერები და უკეთესები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეფასებებს დეკემბერში“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, კალიურანდმა.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S