Accentnews.ge
ჟურნალისტი მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს – RSF-ის დასკვნა

ჟურნალისტი მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს – RSF-ის დასკვნა

22/06/2022 14:04:26 მსოფლიო

ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) გამოძიების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ცნობილი უკრაინელი ფოტოგრაფი და კინოდოკუმენტალისტი მაქს ლევინი მის თანმხლებ ჯარისკაცთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

RSF–ის ცნობით, 24 მაისიდან 3 ივნისამდე ჩატარებული გამოძიება და მოპოვებული მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ ლევინი და ალექსეი ჩერნიშოვი რუსეთის სამხედროებმა დასაჯეს სიკვდილით 13 მარტს კიევის მახლობლად მდებარე ტყეში, სოფელ მოშჩუნთან, „შესაძლოა დაკითხვისა და წამების შემდეგაც კი,“ ნათქვამია ანგარიშში.

გამოძიება ჩაატარეს RSF-ის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა არნო ფროგერმა და ფრანგმა სამხედრო ფოტოგრაფმა პატრიკ შოველმა, რომელიც უკრაინაში ლევინთან თანამშრომლობდა.

ფროგერმა და შოველმა დაასკვნეს, რომ რუსეთის ჯარისკაცებმა დაატყვევეს ლევინი და ჩერნიშოვი, როცა ისინი ლევინის დრონს ეძებდნენ.

RSF-მა განაცხადა, რომ შეგროვილი მტკიცებულებები, მათ შორის ტყვიები, დოკუმენტები, პირადობის დამადასტურებელი საბუთები, საგნები დნმ-ს კვალით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რუსეთის ჯარისკაცების ყოფნას ცხადყოფს, საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ლევინი და მისი მცველი სიკვდილით დასაჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S