Accentnews.ge
ფინეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი: "რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში მზად ვართ, ვიბრძოლოთ"

ფინეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი: "რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში მზად ვართ, ვიბრძოლოთ"

22/06/2022 13:52:18 მსოფლიო

ფინეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ტიმო კივინენი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის რუსეთის თავდასხმისთვის და გაუწევს ძლიერ წინააღმდეგობას, თუ ეს მოხდება.

„ფინელებს აქვთ მოტივაცია, იბრძოლონ და ქვეყანამ შექმნა მნიშვნელოვანი არსენალი. ჩვენ სისტემატურად ვავითარებთ ჩვენს სამხედრო თავდაცვას სწორედ იმ ტიპის ომისთვის, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, საცეცხლე საშუალების, ჯავშანტექნიკისა და საჰაერო ძალების მასიური გამოყენებით“, - აღნიშნა ტიმო კივინენმა.

მისი თქმით, უკრაინა რთული ლუკმაა რუსეთისთვის და ასე იქნება ფინეთიც.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატო–ში წევრობის თაობაზე განაცხადი სეიტანა და სწრაფ გაწევრიანებას ელის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S