Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა სალომე სამადაშვილი მოღალატედ გამოაცხადა

პრემიერ-მინისტრმა სალომე სამადაშვილი მოღალატედ გამოაცხადა

22/06/2022 12:55:58 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მოღალატედ გამოაცხადა.

„ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საპასუხოდ სალომე სამადაშვილმა მას „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.

17 ივნისს ევროკომისიამ, მოლდოვასა და უკრაინას გაუწია რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხოლო საქართველოს სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე კონკრეტული პირობების შესრულება დაავალა. ბრიუსელი სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 23-24 ივნისს, როდესაც ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი დაამტკიცებს.

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, განსაკუთრებული ხმაურის ფონზე წარიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S