Accentnews.ge
სეული NATO-ს შტაბბინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის

სეული NATO-ს შტაბბინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის

22/06/2022 12:49:51 მსოფლიო

სამხრეთ კორეა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის,- იუწყება Reuters ქვეყნის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველზე დაყრდნობით.

როგორც Reuters წერს, სამხრეთ კორეის ახალადარჩეული პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის მიზანი ორგანიზაციასთან პარტნიორობის გაძლიერება და გლობალურ სცენაზე კორეის მიერ უფრო დიდი როლის შესრულება გახლავთ.

იუნ სუკ იოლი NATO-ს მადრიდში დაგეგმილ სამიტზე დასწრებასაც გეგმავს, სადაც ის უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ ისაუბრებს. თუმცა, ოფიციალური სეული ამ ეტაპზე კიევისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას არ აპირებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხრეთ კორეა NATO-ს ქვეყნებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე მუშაობას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში გასამართი სამიტის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება, სამხრეთ კორეა პარტნიორებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განხილვასაც აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S