Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით წყალქვეშა ნავიდან ახალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით წყალქვეშა ნავიდან ახალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

02/10/2019 06:19:52 სხვა, მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით წყალქვეშა ნავიდან ახალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტა საპორტო ქალაქ ვონსანთან ახლოს გამოსცადეს. რაკეტამ 450 კილომეტრი დაფარა, სანამ იაპონიის ზღვაში ჩავარდებოდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა იაპონია. პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S