როსტოვში, ნავთობის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
22/06/2022 11:18:24 მსოფლიო
რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ცნობები, რომ ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატით იერიშმა გამოიწვია.
როგორც ქარხნის წარმომადგენლებმა რუსულ სამთავრობო მედიასთან განაცხადეს, იერიში მიიტანა ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომლებიც, მათი ინფორმაციით, რუსეთის დასავლეთ საზღვრის მიმართულებიდან მოფრინავდნენ.
ამჟამად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
2022 წლის აპრილში რუსულმა მხარემ უკრაინა ბელგოროდის ოლქში როსნეფტის ნავთობის საცავზე იერიშის მიტანასა და ხანძრის გაჩენაში დაადანაშაულა.


