ბელარუსმა უკრაინის საზღვართან წვრთნები დაიწყო
22/06/2022 10:11:52 მსოფლიო
ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე გომელის ოლქში სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო, რომლებიც 1 ივლისამდე გაგრძელდება, - იუწყება ბელარუსული სააგენტო „ბელტა“.
"ყოველწლიური წვრთნები, ისევე როგორც წინა წლებში, ახლაც ჩატარდება. წვრთნების მიზანია დავალებების შესრულების დროს სამხედროების მზადყოფნა შეამოწმოს", - წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, წვრთნებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართვა იგეგმება.


