მედია – ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 920 ადამიანი დაიღუპა
22/06/2022 09:09:32 მსოფლიო
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 920 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი პირი დაშავდა, – იუწყება ავღანეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
მისი ცნობით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში ადგილობრივი დროით 01:30 წთ–ზე მოხდა.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ნანგრევებიდან ამოყვანილი დაშავებულები საავადმყოფოებში, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით გადაჰყავთ.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთში.


