Accentnews.ge
მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან მდებარე „უსახელო ტერიტორიას“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა

მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან მდებარე „უსახელო ტერიტორიას“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა

22/06/2022 07:36:18 მსოფლიო

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, აშშ-ის საელჩოს შენობასთან მდებარე „უსახელო ტერიტორიას“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა.

ივნისის დასაწყისში, მოსკოვის მერიაში განაცხადეს, რომ პროექტ „აქტიური მოქალაქის“ ფარგლებში გამოკითხული მოსკოველების უმეტესობამ (44.69%-მა) მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ აშშ-ის საელჩოსთან მდებარე, „უსახელო ტერიტორიას" ეწოდოს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“.

პრეზიდენტმა პუტინმა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. დამოუკიდებლობა 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა – სამი დღით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S