ავღანეთში დამანგრეველ მიწისძვრას 280 ადამიანი ემსხვერპლა
22/06/2022 07:23:26 მსოფლიო
ავღანეთში ძლიერმა მიწისძვრამ 280 ადამიანი იმსხვერპლა, 600-ზე მეტი დაშავდა.
BBC–ს ცნობით, სტიქიამ ნგრევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გამოიწვია.
ბიძგების სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან 40 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთშიც.
ავღანეთი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მიწისძვრების გამო 7 000 ადამიანი დაიღუპა.
გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 560 ადამიანი იღუპება.


