Accentnews.ge
"მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან"

"მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან"

22/06/2022 05:33:44 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ამ ქვეყნებთან წლების განმავლობაში მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით და მათ გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.

"მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავდნენ დასავლეთთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობის სურვილს. აშშ მუშაობდა სამივე ქვეყანასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას მომავალშიც",- აცხადებს პრაისი.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S