უკრაინა – კუნძულ ზმეინზე იერიში მივიტანეთ
21/06/2022 19:12:52 მსოფლიო
უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებულ კუნძულ ზმეინზე „კონცენტრირებული იერიში“ მიიტანეს, რის შედეგადაც მეტოქეს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და დასრულებამდე დამატებით ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კუნძული ზმეინი რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. სწორედ ამ კუნძულის მცველებს მოსთხოვა რუსულმა ხომალდმა დანებება და მიიღო პასუხი, რომელიც მთელი ომის მანძილზე, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.


