Accentnews.ge
აქცია სამგორის გამგეობასთან: "სი*ო , ჩამოდი და დაგველაპარაკე"

აქცია სამგორის გამგეობასთან: "სი*ო , ჩამოდი და დაგველაპარაკე"

21/06/2022 14:43:56 საზოგადოება

"ლელოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა სამგორის გამგეობასთან აქცია გამართეს.

"ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე სიტყვა "სირი" არის ჩიტი. ამიტომაც მინდა, მივმართო სამგორის გამგებელს: სი*ო, ჩამოდი და დაგველაპარაკე. ან კაბინეტში დაგვპატიჟე", - ასე მიმართავს ლელო–ს წევრი ვატო სურგულაძე სამგორის გამგებელს.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი "ფეისბუკ–პოსტი" წაშალა.

მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ სიტყვა "სირი" სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს და ეს სიტყვა გამოიყენა არა შეუარცხყოფის, არამედ ამ მნიშვნელობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S