Accentnews.ge
მედია:პრემიერის პოსტს სავარაუდოდ, სუს-სა და პარტიის პრორუსული ფრთის მიერ ლობირებული დავით სონღულაშვილი დაიკავებს

მედია:პრემიერის პოსტს სავარაუდოდ, სუს-სა და პარტიის პრორუსული ფრთის მიერ ლობირებული დავით სონღულაშვილი დაიკავებს

21/06/2022 11:48:45 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სონღულაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ გამოცემა “ალფა-სიხშირე” საპარლამენტო წრეებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ~

"წყაროს ინფორმაციით, მილიარდერსა და ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, ამჟამინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს.

ერთ-ერთ კანდიდატად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც დავით სონღულაშვილის მამასთან, ბიძინა სონღულაშვილთან არის დაკავშირებული, ბიძინა ივანიშვილს სწორედ დავით სონღულაშვილი შესთავაზა.

წყაროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილს მმართველი პარტიის პრორუსული ფრთაც ლობირებს. სამთავრობო წრეებში არ ადასტურებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლება იგეგმება" - წერს გამოცემა.

"აქცენტი" ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელსაც ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარის მოწოდებისთანავე იგი მასალაში აისახება.

განახლება

მოგვიანებით [22 ივნისს], საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ მისი ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

"21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა საკუთარი ონლაინრესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული. პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული ფეიქის ავტორის მიზანი, დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს. მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრეს-ცენტრს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციას 22 ვნისს ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, იგი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა დატოვოს "პოსტი" პრემიერმა.

"ეს არის სრულიად აბსურდული შეკითხვა და იმ ადამიანების ოცნება, როლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. იცით, რომ ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია. [...] რისთვის [უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი] იმისთვის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა „ტრიოში?“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S