გერმანიის ხელისუფლებამ რუსი დეპუტატის ქონება პირველად დააყადაღა
21/06/2022 10:30:08 მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სანქცირებულ დეპუტატსა და მის ცოლს სამი კერძო ბინა ჩამოართვა და საბანკო ანგარიში გაუყინა.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქციების გამო აქტივები არამარტო გაყინულია, არამედ უძრავი ქონება დაყადაღებულია", – აცხადებენ გერმანიის პროკურატურაში.
სანქცირებული პირი, რომელსაც გერმანიის ხელისუფლებამ ქონება დაუყადაღა, ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოწოდებას, ეღიარებინათ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად".


