Accentnews.ge
მერიამ "ალტ-ინფოს" წალენჯიხის ცენტრში ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა

მერიამ "ალტ-ინფოს" წალენჯიხის ცენტრში ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა

21/06/2022 08:45:03 საზოგადოება

წალენჯიხის მერიამ "ალტ-ინფოს" ქალაქის ცენტრში ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა.

"მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის ოფისის და ბანერის განთავსება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ცენტრში, როგორც კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოა, არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მუნიციპალიტეტის მიერ ზემოაღნიშნული ძალებისთვის ყოველგვარი ხელშეწყობა განიხილება, როგორც საქართველოს ევროპული მომავლისა და ჩვენი ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით დიდია რუსეთიდან მომდინარე რისკები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ბანერის განთავსება მოთხოვნილ მისამართზე", - ნათქვამია მერიის პასუხში.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S