
მედია – თბილისში რუსეთის საგარეოს დაფინანსებული სემინარისთვის თანხა გერმანული ბანკის საშუალებით გადმოირიცხა
21/06/2022 07:16:24 საზოგადოება
გამოცემა Sova-ს მთავარი რედაქტორი მართა არდაშელია აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებულ სემინარზე თანხები მოსკოვიდან თბილისში ერთ-ერთი გერმანული ბანკის მეშვეობით გადმოირიცხა.
"ჩვენმა ჟურნალისტმა შეძლო ამ ღონისძიებაზე შესვლა, მათ უყვებოდნენ ისტორიის იმ ვერსიას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ტირაჟირებს და რომლისთვისაც რუსული ჯარი იბრძვის უკრაინაში. საუკეთესო მოსწავლეებს შესთავაზებდნენ უფასო სწავლებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. თანხები ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის მოსკოვიდან გადმოირიცხა თბილისში ერთ-ერთი გერმანული ბანკის მეშვეობით, რომელმაც სანქციების შემდეგ გააგრძელა თავისი ოპერირება რუსეთის ტერიტორიაზე", - განცხადა მართა არდაშელიამ.
სწორედ გამოცემა Sova-მ გაასაჯაროვა პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში ღონისძიება 20 ივნისს იმართებოდა.