Accentnews.ge
რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი 103.5 მლნ დოლარად გაყიდა, თანხა უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება

რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი 103.5 მლნ დოლარად გაყიდა, თანხა უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება

21/06/2022 06:22:43 მსოფლიო

გაზეთ "ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიტანა.

როგორც რუსმა ჟურნალისტმა აღნიშნა, გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.

მურატოვს მშვიდობის დარგში პრემია რუსეთში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის 2021 წელს მიენიჭა. "ნოვაია გაზეტამ" საქმიანობა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე შეაჩერა.

Heritage Auctions-მა, რომელმაც გაყიდვა ჩაატარა, გამარჯვებული პრეტენდენტის ვინაობა რა დაასახელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S