Accentnews.ge
რუსეთში მასწავლებლებს ეძებენ უკრაინის რეგიონებში წარსაგზავნად

რუსეთში მასწავლებლებს ეძებენ უკრაინის რეგიონებში წარსაგზავნად

20/06/2022 11:49:34 მსოფლიო

სკოლის მასწავლებლებს და პედაგოგიური უნივერსიტეტების სტუდენტებს "საქმიან მივლინებას" სთავაზობენ უკრაინის რეგიონებში – ხერსონსა და ზაპოროჟიაში,– ამის შესახებ შეტყობინებები რუსეთის რიგ რეგიონებში მასწავლებლებისა და სტუდენტების „ჩატებში“გამოჩნდა.

როგორც "Тайга.инфо" ნოვოსიბირსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის „ჩატში“ მიმოწერაზე დაყრდნობით იუწყება, ახალგაზრდა მასწავლებლებს მოუწევთ „სასწავლო წლისთვის მომზადება“. განცხადების ავტორები ირწმუნებიან, რომ ინიციატივა ნოვოსიბირსკის ოლქის განათლების სამინისტროს ეკუთვნის. იმ მასწავლებლებს, რომლებიც გადაწყვეტენ „მივლინებაში“ წასვლას, ჰპირდებიან დღეში 7000 რუბლის გადახდას, ტრანსპორტისა და განსახლების ხარჯების ანაზღაურებას. კონტრაქტი შემოთავაზებულია სამი თვის ვადით - აგვისტოდან ოქტომბრამდე.

როგორც ერთ–ერთმა პედაგოგმა გამოცემა "Вёрстка"–ს ანონიმურობის დაცვის პირობით უამბო, შეტყობინებებს დირექტორები გზავნიან, თუმცა ამ ეტაპზე მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლა არ ხორციელდება, ისინი მხოლოდ მოხალისეებს ეძებენ. ნესტკას თქმით, უფადან მასწავლებლებს დაჰპირდნენ, რომ დღეში 8000 რუბლს გადაუხდიან.

ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S