Accentnews.ge
უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონიდან კვლავ დაბომბვის შესახებ იუწყებიან

უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონიდან კვლავ დაბომბვის შესახებ იუწყებიან

20/06/2022 11:16:26 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი ირწმუნება, რომ 20 ივნისს, დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სოფელი დაბომბეს.

„დილაადრიან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ სუზემკა დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ობიექტი. სოფელში დაზიანებულია რესტორანი, ნაწილობრივ გათიშული ელექტროენერგია“,– წერს გუბერნატორი ტელეგრამ–არხზე.

ბოგომაზის თქმით, დაშავდა ერთი ადამიანი.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ გამოყენებულ იქნა ნაღმტყორცნები და რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონებიდან ინციდენტების შესახებ იუწყებიან. კიევი ინციდენტებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S