"რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა ომის დანაშაულია"
20/06/2022 10:56:39 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვას "ომის დანაშაულს" უწოდებს.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები საკვების გლობალურ კრიზისთან კავშირში არ არის.
"პრობლემის საწყისი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადაა, ხოლო ევროკავშირის სანქციები არ ეხება რუსულ საკვებს და სასუქს. კრიზისს ევროპული სანქციები არ ქმნიან. წარმოუდგებელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი უკრაინაში, რუსულ ბლოკადაში რჩება მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიოს ხალხი შიმშილით იტანჯება. ეს ომის დანაშაულია", - ამბობს ბორელი.
ჯოზეფ ბორელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდეტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სურსათის მსოფლიო კრიზისზე უკრაინა პასუხისმგებელი არ არის და ფასების "ხელოვნურად გაზრდაში" აშშ დაადანაშაულა.


