Accentnews.ge
რუსი გენერალი სასამართლოს დარბაზში დააკავეს

რუსი გენერალი სასამართლოს დარბაზში დააკავეს

20/06/2022 10:34:05 მსოფლიო

მოსკოვის სამხედრო სასამართლომ რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების რადიოინჟინერიის ჯარების ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ ანდრეი კობანს ხუთი წელი მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს, –იუწყება „ინტერფაქსი“.

იგი დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. სასამართლომ სამხედროს 11,9 მილიონი რუბლის ოდენობის ქონების კონფისკაცია მოახდინა. ამასთან, დაკავებულს სამხედრო წოდება ჩამოერთვა და სამი წლის ვადით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უფლება.

საქმე განიხილებოდა სპეციალური წესით, რადგან, როგორც განიმარტა, სამხედრომ დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამომძიებლების თქმით, კობანმა ქრთამად 5 მილიონი ნაღდი ფულის სახით მიიღო, ხოლო დანარჩენი უძრავი ქონების და ყირიმში ოჯახთან ერთად დასვენების სახით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალმა 5 მილიონი რუბლი მიიღო ქრთამის სახით ნიჟნი ნოვგოროდის რადიოინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობისგან, რომელიც ავითარებს სარადარო სადგურებს და კომპლექსებს და არის რუსული თავდაცვის კონცერნის Almaz-Antey ნაწილი, რომელიც დაკავებულია საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნით. სანაცვლოდ კობანი მათ დაჰპირდა კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებას პროექტისთვის, რომელიც დაკავშირებულია აეროდინამიკური და ბალისტიკური ობიექტების სათვალთვალო აღჭურვილობის შემუშავებასთან. გენერალი 2018 წლიდან 2021 წლამდე ქრთამის ნაწილს ნაღდი ფულის სახით იღებდა, ნაწილს – „უკანონო მომსახურებით“.

გენერალი იანვრის შუა რიცხვებში დააკავეს. თავდაპირველად კობანმა დანაშაული არ აღიარა, მაგრამ საბოლოოდ გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S