Accentnews.ge
რუსეთმა აკრძალული იარაღი არაერთხელ გამოიყენა უკრაინაში – NYT

რუსეთმა აკრძალული იარაღი არაერთხელ გამოიყენა უკრაინაში – NYT

20/06/2022 09:52:29 ევროპა

რუსული ჯარები მუდმივად ბომბავენ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ქალაქებს საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით,– წერს New York Times.

გამოცემის ჟურნალისტებმა შეისწავლეს უკრაინაში გადაღებული ათასზე მეტი ფოტო და დაადგინეს იქ გამოყენებული ორი ათასზე მეტი საბრძოლო მასალის ტიპი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არაზუსტი იარაღია, რომელთა დასახლებულ პუნქტებში გამოყენებაც აკრძალულია. 330-ზე მეტი საბრძოლო მასალა აფეთქდა საცხოვრებელ შენობებზე ან შენობებთან. 210 შემთხვევაში საუბარი იყო საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ იარაღზე, კერძოდ, კასეტურ საბრძოლო მასალაზე.

ტექსტში ასევე ნახსენებია საბრძოლო მასალა – პატარა ლითონის ისრები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის რბილი ქსოვილების მძიმე დაზიანება.

მასალის ავტორები წერენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის დროს აკრძალული იარაღის გამოყენების მასშტაბები გაცილებით მაღალია, მაგრამ ახლა ბრძოლები გრძელდება და ეს ართულებს მტკიცებულებების შეგროვებას.

მანამდე CNN-ის გამოძიებამ დაადასტურა, რომ რუსეთის არმიის გენერალმა ალექსანდრე ჟურავლევმა ხარკოვში თებერვლის ბოლოს კასეტური საბრძოლო მასალის გასროლის გასცა ბრძანება.

მანამდე რუსეთი სირიაში კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდება უარყო, თუმცა 2019 წელს აჩვენა ის სირიაში საომარი მოქმედებების დროს გამოყენებული იარაღის გამოფენაზე.

არც რუსეთი და არც უკრაინა არ არიან კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის კონვენციის მხარეები.

კასეტური ბომბი ფეთქდება ჰაერში და მისი ნაწილები ვრცელდება დიდ ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს. ნაწილი მათგანი შესაძლოა, მაშინვე არ აფეთქდეს და ფაქტობრივად, ნამად იქცევა, რაც ხანგრძლივი დროით წარმოქმნის საფრთხეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S