Accentnews.ge
ერმაკი: „ზუსტად ვიცით, რომ მარიუპოლის დამცველები ცოცხლები არიან, მათ გათავისუფლებაზე ვმუშაობთ“

ერმაკი: „ზუსტად ვიცით, რომ მარიუპოლის დამცველები ცოცხლები არიან, მათ გათავისუფლებაზე ვმუშაობთ“

20/06/2022 09:19:21 ევროპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აგრძელებს მარიუპოლის დამცველების, ასევე ორი ბრიტანელისა და მაროკოს მოქალაქის გათავისუფლებაზე მუშაობას,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა.

მან ვერ თქვა, რა პირობებში იმყოფებოდნენ „აზოვის“ წევრები და რა პირობები შეიძლება, იყოს მარიუპოლის დამცველების სახლში დაბრუნებისთვის:

„ეს არ არის მარტივი საკითხი. მათ შორის ეს საკითხია დღეს სადაზვერვო სამმართველოს მთავარი ამოცანა.

ჩვენ ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. რაც შეეხება პირობებს, ეს საკითხიც მონიტორინგს ექვემდებარება. გარკვევით თქმა, რა პირობებში იმყოფებიან, ჯერ არ შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. სადაზვერვო სამმართველო ამას მუდმივად აკონტროლებს, ზოგიერთ მათგანთან არის კავშირი და მათი გათავისუფლების პროცესი ერთი საათითაც არ ჩერდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ის აქტიურ ფაზაში შევა და ჩვენ დავიწყებთ ჩვენი გმირების უკრაინაში დაბრუნებას“.

მისი თმით, მებრძოლების მიერ „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების პროცესში უკრაინის დაზვერვამაც მიიღო მონაწილეობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალურად იყო ინფორმირებული.

როგორც ერმაკი ამბობს, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დამატებითმა ინფორმაციამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს პროცესს:

„სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია არ შეცვლილა. მან თქვა, რომ თუ ამ ადამიანებს რამე დაემართებათ, ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება, დავიწყებულ იქნას. მან ამის შესახებ ილაპარაკა, როდესაც ისინი იქ იყვნენ [აზოვსტალში - რედ.] და აგრძელებს ამ პოზიციაზე ყოფნას, ვიდრე ისინი ჩვენს ქვეყანაში არ დაბრუნდებიან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S