Accentnews.ge
„საქართველოში მილიონ ნახევარი აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალებაა, ტექინსპექტირებას კი მათგან მხოლოდ ნახევარი გადის!“

„საქართველოში მილიონ ნახევარი აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალებაა, ტექინსპექტირებას კი მათგან მხოლოდ ნახევარი გადის!“

20/06/2022 08:40:10 საზოგადოება

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ცნობით, საქართველოში მილიონ ნახევარი აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალებაა, ხოლო ტექინსპექტირებას მათგან მხოლოდ ნახევარი გადის.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ავტომობილი გაუმართავია, თუმცა ე.წ. ჭკვიანი კამერები ამას ხშირად ვერ აფიქსირებს.

„მილიონ ნახევარია აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება და ტექინსპექტირებას ნახევარი გადის. დასკვნების გამოტანაც მარტივია, თუ რამდენი სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას არ გადის, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი გაუმართავია. შეიძლება ბევრი მათგანი არ გადაადგილდებოდეს ან დაშლილ მდგომარეობაში იყოს, თუმცა, როგორც ინფორმაციას გვაწვდიან, მილიონ ნახევარი აქტიური სტატუსის მქონე სატრანსპორტო საშუალებები არის“,-განაცხადა იორდანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რაც იმ ავტომობილის მძღოლის დაჯარიმებას ითვალისწინებს, რომელიც გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება.

„კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ავტომობილი გზაზე ხილული კვამლით დაჯარიმებადი იყოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S