
117 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
20/06/2022 07:37:44 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 33 800–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 20 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 33 800 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1 477 (+9),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 588 (+11),
- საარტილერიო სისტემები - 749 (+4),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 238 (+3),
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97,
- თვითმფრინავი - 215,
- ვერტმფრენები - 180,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 527 (+4),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -601 (+3),
- სპეციალური აღჭურვილობა - 55,
- საკრუიზო რაკეტა – 129.
გენშტაბის მონაცემებიღ, ოკუპანტებმა ყველაზე მეტი დანაკარგი გასული დღე–ღამის განმავლობაში ბახმუტის და ზაპოროჟიეს მიმართულებით განიცადეს.