Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "ბერესტოვოსთან ოკუპანტების თავდასხმები მოვიგერიეთ"

უკრაინის გენშტაბი: "ბერესტოვოსთან ოკუპანტების თავდასხმები მოვიგერიეთ"

20/06/2022 07:30:12 ევროპა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა სოფელ ბერესტოვოს გარეუბანში ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს.

"მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია რესურსების დაგროვებაზე ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით შემდგომი შეტევის მიზნით. მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ჯარების პოზიციებს და ORLAN-10 უპილოტო საფრენი აპარატით ზვერავდა მათ. ბახმუტის მიმართულებით, იაკოვლევკას მახლობლად მტერმა KA-52 ვერტმფრენებით ავიაიერიშები დაიწყო, ხოლო მაისკოეს, დოლომიტნოეს და ზაიცევოს რაიონებში სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. სოფელ ბერესტოვოს აღმოსავლეთ გარეუბანში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის თავდასხმები წარმატებით მოიგერიეს". - წერია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S