ისრაელის თავდაცვის მინისტრი: "ირანზე თავდასხმის შესაძლებლობებს ვამზადებთ, თუ ეს საჭირო გახდება"
20/06/2022 06:56:10 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის განცხადებით, ისრაელი ირანზე თავდასხმის შესაძლებლობებს ამზადებს, იმ შემთხვევისთვის, თუ მისი გამოყენება საჭირო გახდება.
ბენი განცის კომენტარი თეირანსა და იერუსალიმს შორის დაძაბულობის ზრდას მოჰყვა.
სიტუაცია ჯერ ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ გაუარესდა, რასაც მოჰყვა ირანში სამეცნიერო და უსაფრთხოების თანამშრომლების სიკვდილებიც. ორივე შემთხევვაში ირანმა ისრაელი დაადანაშაულა.
არსებული დაძაბულობის გამო, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ თურქეთი უახლოეს დღეებში, რადგან, არსებული ცნობებით, ირანის მთავრობა ისრაელის ზოგიერთი მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. მედიაში მოხვდა ინფორმაცია დაგეგმილი მკვლელობების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, ისრაელისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურებმა ერთად აღკვეთეს.
"კავშირი გვაქვს თურქეთის შესაბამის მაღალჩინოსნებღან და, რა თქმა უნდა, ძირითადად ვამზადებთ თავდასხმის შესაძლებლობებს, თუ ეს საჭირო გახდება. ირანელებს ვურჩევ, არ გამოსცადონ ეს შესაძლებლობები". – თქვა ბენი განცმა.


