Accentnews.ge
სანქციების შედეგად რუსმა ოლიგარქებმა 12.5 მლრდ ევროს ღირებულების ქონებაზე წვდომა უკვე დაკარგეს

სანქციების შედეგად რუსმა ოლიგარქებმა 12.5 მლრდ ევროს ღირებულების ქონებაზე წვდომა უკვე დაკარგეს

20/06/2022 06:08:37 მსოფლიო

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს წვდომა 12.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, სახლებსა და სხვა ქონებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, დაბლოკილი ქონების საერთო ღირებულება, აპრილში 6.7 მილიარდ ევროს შეადგენდა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნული მაჩვენებლის თითქმის გაორმაგება იმით ახსნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში, განსაკუთრებით გერმანიაში, გამოვლენილი და დაბლოკილია რუსი ოლიგარქების დიდი ქონება.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის სანქციები აქვთ დაწესებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S