Accentnews.ge
ავსტრალიამ უკრაინაში 14 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა

ავსტრალიამ უკრაინაში 14 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა

20/06/2022 05:47:02 მსოფლიო

ავსტრალიამ უკრაინაში 14 ერთეული "M133AS4"–ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსის განცხადებით, „ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ უკრაინაში არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო შეჭრა შეწყვიტოს“.

მედიის ცნობით, აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორები 198 მილიონი დოლარის (188 მილიონი ევრო) დახმარების ნაწილია, რომელიც ავსტრალიამ უკრაინისთვის გამოყო.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S