მედია – „აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური მოსკოვში, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს
20/06/2022 05:41:40 მსოფლიო
უკრაინის „აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური მოსკოვის ლეფორტოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, - იუწყება უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, იზოლატორში გადაყვანილი მებრძოლების ვინაობა ჯერ–ჯერობით არ სახელდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აზოვის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ, რუსეთში „გამოძიების მიზნით“ გადაიყვანეს.


