Accentnews.ge
ზელენსკი: "ისტორიული კვირა იწყება"

ზელენსკი: "ისტორიული კვირა იწყება"

20/06/2022 05:38:18 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისტორიული კვირა იწყება, რადგან ცნობილი გახდება ევროკავშირის პასუხი ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთისგან მიზანმიმართული აქტიურობაა მოსალოდნელი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც.

"მართლაც, ისტორიული კვირა იწყება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 1991 წლის შემდეგ. კვირა, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ. მიზანმიმართულად - დემონსტრაციულად, სწორედ ამ კვირაში და არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით, ვაფრთხილებთ პარტნიორებს. ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ვისი ძალაც დღეს არის ჩვენი ხვალინდელი გამარჯვება", - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S