Accentnews.ge
სტოლტენბერგი დასავლეთს აფრთხილებს

სტოლტენბერგი დასავლეთს აფრთხილებს

19/06/2022 16:00:04 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს და ის მზად უნდა იყოს კიევისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევამციროთ უკრაინის მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია – არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის კუთხით", – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ მას სჯერა, რომ თანამედროვე იარაღის მიწოდება გაზრდის კიევის შანსებს, განდევნოს რუსული ძალები დონბასის რეგიონიდან.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S